|
2021-04-02 14:41:14, 738 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო მამა ანდრია სარიას მღვდელმთავრობიდან განკვეთას გეგმავს - გადაწყვეტილებას პატრიარქი მიიღებს
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მღვდელმონაზონი ანდრია-სარიას საქციელი და განცხადებები ექვემდებარება მღვდელმთავრობიდან განკვეთას. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში ეპარქალური სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, კომისია აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. მისივე თქმით, კომისიის დასკვნის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას პატრიარქი მიიღებს. „როგორც მოგეხსენებათ, დღეს შედგა სხდომა, ეს არის ეპარქიალური სხდომა, რომელიც განიხილავს სხვადასხვა საკითხებს, დღეს ყურადღება გამახვილდა და მოწვეული იყო შესაბამისად, სხდომაზე მღვდელმონაზონი ანდრია სარია და მას განემარტა, რომ მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები ექვემდებარება განკვეთას. იცით, რომ მამა ანდრია სარიას ადრე მიეცა შენიშვნა ადრე, შემდგომში მას შეუჩერდა მღვდელმსახურება და ზუსტად იგივე ქცევების გამო, რა ქცევების გამოც მას შეუჩერდა მღვდელმსახურება, დღეს შედგა კომისია და მას განენმარტა, რომ კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მისი საქციელი ექვემდებარება განკვეთას, კომისია მიიღებს დასკვნას და რეაგირებისთვის ის გადაეცემა საქართველოს პატრიარქს“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)