18:22 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-02 13:02:45, 529 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს კოორდინატორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) კოორდინატორს, ნეჯლა დემირდაროს შეხვდა. ამის შესახებ ინფრომაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ნეჯლა დემირდარომ სატყეო სექტორში თანამშრომლობის, მათ შორის, თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან (APAD) ერთად, საქართველოში ხანძრის ლიკვიდაციის და პირველადი დახმარების მიმართულებით ტრენინგების ჩატარების სურვილი გამოთქვა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სატყეო სექტორში შესაძლებლობების გაძლიერება. გამოცდილების გაზიარება სპეციალისტებს მავნებლებთან ბრძოლაში და ტყის ხანძრების პრევენციის მიმართულებით ძალიან დაეხმარება”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ტრენინგები მეცხოველეობისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით ჩატარდა.

ასევე, ნინო თანდილაშვილმა საქართველოში აკვაკულტურის განვითარების საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთი ამ სფეროში მოწინავე ქვეყანაა, შესაბამისად, დარგის განვითარებისთვის თურქული მხარის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშნელოვანია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics