|
2021-03-31 14:07:40, 866 ნახვა
რეგიონი
დავით შერაზადიშვილმა GIZ-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
GIZ-ის პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის" ფარგლებში, პროგრამის ხელძღვანელმა აკბარ მოჰაბატიმ და პროგრამის მრჩეველმა არჩილ ჟორჟოლიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა შესაძლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. პროგრამის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ობიექტების გარდასაქმნელად საერთო კონცეფციის შემუშავება, არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის მიზნით, მუნიციპალიტეტისთვის საგრანტო დახმარების გაწევა და აღნიშნული ტერიტორიის მულტი-ფუნქციურ, კომერციულ ან რეკრეაციულ სივრცედ მოწყობა. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება პროგრამას „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ 2020 წლიდან ახორციელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან სტრატეგიული თანამშრომლობით, პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)