|
2021-03-28 17:13:02, 606 ნახვა
საზოგადოება
ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრის ნაწილი ჩავარდა
ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრის ნაწილი ჩავარდა, - ამის ამსახველ ფოტოს Facebook-ზე გეოლოგი თეა გოდოლაძე ავრცელებს. "ჩავარდნილა უბრალოდ მოძრაობს სტაბილურად, მეტი არაფერი", - წერს გოდოლაძე. შეგახსენებთ, რომ ვაშლიჯვრის მოსახლეობა კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის დაწესებას და მეწყრის შესასწავლად ექსპერტთა ჯგუფის შექმნას ითხოვს. აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოსახლეობამ 5000-მდე ხელმოწერა შეაგროვა და თბილისის მერიაში დღეს პეტიცია შეიტანა. „5 000-მდე ხელმოწერა ავაგროვეთ. ჩვენი მოთხოვნები არ იცვლება. პეტიციაში ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის შექმნა, რომელშიც შევლენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, რათა იყოს ნდობა და გამჭვირვალობა. შეჩერდეს ყველა მშენებლობა ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე, შეჩერდეს ახალი ნებართვების გაცემა, მოხდეს მთლიანად ვაშლიჯვრის გეოლოგიური ანალიზი და აუცილებლობად დააყენონ 24-საათიანი მკონიტორინგის სისტემები“, - განაცხადა ვაშლიჯვრის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)