|
2021-03-26 16:43:52, 802 ნახვა
რეგიონი
ტურისტული პოტენციალის კვლევისას მთიან აჭარაში მეკლდეურობის განვითარების შესაძლებლობებიც შეფასდება
აჭარაში მთების, ტყეების, ხეობებისა და სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა იგეგმება. სკურდა, ღომა, ნაკონაღვარი და კიკიბო იმ მთებს შორისაა, სადაც კვლევებზე დაყრდნობით ახალი, გარდამავალი ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირება და მარკირება მოხდება. ასევე იგეგმება ტურისტულად მიმზიდველი და თემატური სოფლების იდენტიფიცირება და იქ არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, რეწვის ოსტატების და ხეობისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული კერძების აღწერა. კვლევა აჭარის რეგიონში მეკლდეურობის განვითარების პოტენციალის შეფასებასაც ითვალისწინებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო კვლევის საფუძველზე აჭარის მთებში ახალი ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების განვითარებას გეგმავს. ბოლო წლებში, აჭარის მუნიციპალიტეტების ტურისტული პოტენციალის კვლევებზე დაყრდნობით, სააგენტომ უკვე შექმნა 5 ახალი ტურისტული მარშრუტი და პროდუქტი, სადაც ტურისტებს მოგზაურობა შეუძლიათ. მათ შორისაა ქობულეთი-შუახევის გარდამავალი ტურისტული ბილიკი, ღორჯომი-ბახმაროს დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტი, კაპნისთავის ტურისტული ბილიკი და კანიონინგი უჩხოს ხეობაში. ტურისტული პოტენციალის კვლევა აპრილში დაიწყება და მაისისთვის დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)