|
2021-03-25 13:01:48, 594 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ე.წ კომენდატის საათის ცვლილებაზე აპრილის დასაწყისიდან იმსჯელონ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ე.წ კომენდატის საათის ცვლილებაზე აპრილის დასაწყისიდან იმსჯელონ. როგორც ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცადა, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ერთ-ერთი ყველზე ეფექტური შემზღუდავი საშუალებაა პანდემიის დროს. მანვე დასძინა, რომ საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეპიდვითარება გაუარესდა, თუმცა ეს არ არის საგანგაშო. „ზოგადად კომენდანტის საათი ეს არ არის ქართული ველოსიპედის გამოგონება, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში, ყველასთან ერთად. ამიტომ, ადამიანები როცა ბევრნი არიან ავტობუსში ან მეტროში, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა ატარონ პირბადე. კომენდანტის საათის შემსუბუქებაზე ჩვენ ვთქვით, რომ დაკვირვება მიმდინარეობს ეპიდსიტუციაზე. ახლა არ არის საგანგაშო ეპიდსიტუაცია, კი გაუარესდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ საგანგაშო არ არის, თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით, მარტსა და აპრილში, დარწმუნებული იყავით, რომ მაისში შევალთ კარგი იმედით და მარტის ბოლოს, თუ აპრილის დასაწყისში, იგივე კომენდატის საათის გარკვეულ ცვლილებებზეც შეიძლება იმსჯელოს ქვეყანამ და განხილობს, მაგრამ ამ ეტაპზე, მთავარი მოწოდება მაინც არის იმ რეკომენდაციების დაცვა, რაზეც ვსაუბრობთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)