|
2021-03-25 12:45:57, 809 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია მანდატორული ვერ იქნება, ნებაყოფლობითი დარჩება
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია მანდატორული ვერ იქნება, ის არის ნებაყოფლობითი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არც ერთ ქვეყანაში სავალდებულო არ ყოფილა. „ვაქცინაცია არსად სავალდებულო არ ყოფილა. სავალდებულოებას ადგენს კანონი. ჩვენთან მაგალითად სავალდებულოა, რომ ყველა მედიცინის მუშაკი, მათ შორის ვინც აგრესიულ დისციპლინებში მუშაობენ (ანესთეზიოლოგები, ქირურგები, მეანგინეკოლოგები) ისინი „ბ“ ჰეპატიტზე უნდა იყვნენ აცრილები და ეს არის ბრძანება. ასევე, გარკვეული მანდატორიზმია წითელასთან მიმართებაში, რადგან მსოფლიო მიდის წითელას ელიმინაციის გზისკენ. გარკვეული მანდატორიზმი არის ვეტერინარებისთვის, სადაც წინასწარ ცოფზე იცრებიან. ასევე არის მანდატორიზმი, თუ რომელიმე ქვეყანაში მიემგზავრებით, მაგალითად ბრაზილიაში და ყვითელ ციებ-ცხელებაზე არ ხართ აცრილი, იქ არ შეგიშვებენ. დანარჩენ ვაქცინებზე ყველგან არის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. არავინ არავის არ აძალებს. არის გამონაკლისი დიდი ეპიდემიების დროს, როდესაც ქვეყანამ შეიძლება ლოკალურად რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია მანდატორული არ არის და ვერ იქნება. ის არის ნებაყოფლობითი და დარჩება ნებაყოფლობითად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)