20:10 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 10:42:03, 630 ნახვა

ეკონომიკა
პოლონეთში ქართული ღვინის აქტიური მარკეტინგული კამპანია 2021 წელსაც განხორციელდება

ქართული ღვინის ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, 2021 წელს  აქტიური მარკეტინგული კამპანია გაგრძელდება.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. გასულ წელს, პოლონეთში 5 მლნ-ზე მეტი ბოთლის ექსპორტი და 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2020 წელს, პოლონეთმა 60 ექსპორტიორ ქვეყანას შორის მე-3 ადგილი დაიკავა.

პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს კომპანია „მალინოვა” განახორციელებს. ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და პოლონურ მარკეტინგულ კომპანიას „„Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K“ შორის თანამშრომლობის შესახებ კონტრაქტს ხელი უკვე მოეწერა.  სააგენტო აღნიშნულ კომპანიასთან 2016 წლიდან თანამშრომლობს.

2021 წელს, „მალინოვას“ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროში დასაქმებული კომერციული პირებისთვის გაიმართება, ქართული ღვინოები წარდგენილი იქნება ადგილობრივ საერთაშორისო კონკურსებზე, მოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, მომზადდება საპრომოციო დოკუმენტური ფილმი ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე, ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია გაგრძელდება სხვადასხვა მედია პლატფორმაზე, გამოქვეყნდება სტატიები ქართული ღვინის კულტურის შესახებ.

ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია ასევე, აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics