21:24 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-21 13:54:56, 637 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი - ოჯახს აქვს კითხვები, რამდენად დროულად აღმოუჩინეს მეგი ბაქრაძეს დახმარება, ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას

ოჯახს აქვს კითხვები, რამდენად დროულად აღმოუჩინეს მეგი ბაქრაძეს დახმარება, ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, - ამის შესახებ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა განაცხადა.

როგორც ოჯახის ადოკატი აცხადებს, მეგის წინა დღეებში დაუნიშნეს წამლები, რომელთან დაკავშირებითაც თვითონ მასაც არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია.

„ოჯახს აქვს კითხვები, რამდენად დროულად აღმოუჩინეს დახმარება. ოჯახს აინტერესებს, ხომ არ იყო გარდაცვლილი ახალციხეში და ხო არ მოხდა თბილისში გარდაცვლილის გადმოსვენება. ექსპერტიზა ამ კითხვების ნაწილზე მოგვცემს პასუხს, ამის იქით კიდევ პროცედურული პროტოკოლია, რომელიც დამატებით უპასუხებს ჩვენ კითხვებს და საბოლოო ჯამში, მთლიანად გავერკვევით, რა მოხდა ამ საქმეში და როგორ გარდაიცვალა მეგი.

ოჯახის ინფორმაციით, მეგის წინა დღეების განმავლობაში დაუნიშნეს რაღაც ტაბლეტები, რაზეც არ ვართ ინფორმირებული, ზუსტად რა ტაბლეტებია, თავად მეგიმაც არ იცოდა, რა ტაბლეტებზე იყო საუბარი და რა აბები მიიღო. მათ შორის, ეს შესაძლოა, საკვანძო აღმოჩნდეს და ამის გარკვევა იქნება მნიშვნელოვანი. ყველამ შეამჩნია, რომ მკლავზე სავარაუდოდ აქვს ალერგიული რეაქცია და ეს რა თქმა უნდა დამატებით კითხვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორად იქნა შეგროვებული ანამნეზი და რამდენად სწორად იხელმძღვანელა ანამნეზით კლინიკამ. თუ მოლოდინზეა საუბარი ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც უნდა მომზადდეს“, - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხელი ექთანი მეგი ბაქრაძე კორონავირუსის „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღების შემდეგ სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკის შედეგად გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics