22:05 - 03 Jul, 2026
|
2021-03-20 14:08:54, 909 ნახვა
რეგიონი
გარდაცვლილი ექთნის მეუღლე ახალციხეში, საავადმყოფოს თანამშრომლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა (ვიდეო)
ახალციხეში, კლინიკა „იმედის“ ტერიტორიაზე ხმაური იყო. „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მეუღლე საავადმყოფოს თანამშრომლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც, რომლებმაც მეგი ბაქრაძის მეუღლეს დაპირისპირების შემდეგ ტერიტორია დაატოვებინეს. შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში, 27 წლის ექთანი COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. პაციენტი თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს, კატასტროფის მედიცინის ბრიგადის ეკიპაჟმა ჩამოიყვანა. ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)