23:33 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 11:52:33, 652 ნახვა

რეგიონი
აჭარაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველი ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აიცრა

კორონავირუსის პრევვენციის მიზნით, აჭარაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაცია დაიწყო. პირველი აცრა აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გაიკეთა. 

როგორც მინისტრმა განაცხადა, აჭარაში ვაქცინაციის ცხრა კაბინეტი მოქმედებს, რომელიც რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში არის მოწყობილი.

მისივე თქმით, დღეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი ვაქცინაციას ჩაიტარებს.

„მსოფლიოში არ არსებობს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის იმაზე ეფექტური საშუალება, ვიდრე ვაქცინაცია, ამიტომ მოვუწოდებ მედპერსონალს, ჩაერთონ ამ პროცესში", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics