20:48 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 10:53:20, 1644 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირებული 264 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 81 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 264 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 81 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 420, საიდანაც: 1 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  673, აჭარაში - 160, იმერეთში - 230. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 264 პირი, მათ შორის, თბილისში - 104, აჭარაში - 28, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 10. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 103 - თბილისში, 35 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 887 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 300 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 162, ხოლო აჭარაში - 19.

სულ  6 ოქტომბრიდან - 4 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 483 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 781 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 546 პირი, აჭარაში - 449, იმერეთში - 691“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics