23:52 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 20:57:34, 763 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისიმ“, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპივა

„თიბისიმ“, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, 3 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.

გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - Commerzbank-მა, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, გამორჩეული, მაღალკვალიფიციური თანამშრომლობისა და წარმატებული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney-მ კი, აღნიშნულ სფეროში საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა.

თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაცქიების მოცულობა, საერთშორისო დაფარვის დონე, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები, ინოვაციური ტექნოლოგიები და სხვა. ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 52%-ია.

„ვაჭრობის დაფინანსება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მთავარი ღირებულება, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებს საერთაშორისო ოპერაციების კუთხით, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის პროცესში ვთავაზობთ - საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული რისკების შემცირება და კონკურენტულ განაკვეთებში დაფინანსების შესაძლებლობაა. ასევე, მსოფლიოს მასშტაბით ყველა ძირითად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან ვთანამშრომლობთ, რაც ჩვენი მომხმარებლებისთვის და პარტნიორებისთვის შესაძლებლობას ქნის, რომ წარმატებით განახორციელონ  საერთაშორისო ოპერაციები. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ვაჭრობის დაფინანსების სფეროში, თიბისი ლიდერი ბანკია, რომელიც ყველაზე მსხვილი კაპიტალის მოცულობით, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას უზრუნველყოფს“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics