14:38 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-03 20:35:04, 677 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - ბაზარზე შექმნილია დეფიციტი, Pfizer-ი ვერ აწარმოებს იმდენს, რამდენზეც მოთხოვნაა

„ბაზარზე შექმნილია დეფიციტი, Pfizer-ი ვერ აწარმოებს იმდენს, რამდენზეც მოთხოვნაა“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ფორმალური მიზეზებიც, რომელიც ხელშეკრულების პირობებს ეხებოდა.

„ბაზარზე შექმნილია დეფიციტი, Pfizer-ი და ნებისმიერი სხვა კომპანია ვერ აწარმოებს იმდენს, რამდენზეც მოთხოვნაა და შესაბამისად, ვერ აწვდის „კოვაქსს“ თუ სხვა ორგანიზაციებს იმ რაოდენობას, რაც დაგეგმილი იყო.

ხოლო, ფორმალური მიზეზი ვაქცინის დაგვიანების იყო ის ფაქტი, რომ თითქოს მათ დამატებით მოითხოვეს გარკვეული პირობის შესრულება მიმღები ქვეყნისგან, რომელზეც დადებითი პასუხი არ იყო გაცემული.

აქ, რამდენადაც მე ვიცი, ლაპარაკია ფინანსურ გადაზღვევაზე, რომ, თუ მოხდება რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა, თუ იქნება ეკონომიკური ზარალი ამ ვაქცინის შემოტანის და გამოყენების თაობაზე, ამის ანაზღაურება უნდა დაეკისროს არა მწარმოებელს, არამედ მიმღებ ქვეყანას – ეს პუნქტი არ იყო ოფიციალურად გაფორმებული.

მე რამდენადაც ვიცი, ეს არ იყო გაფორმებული არა საქართველოს მხრიდან, არამედ თავად კომპანიის მიზეზით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics