16:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-26 19:27:58, 727 ნახვა

კომენტარი
კრის სოჩა - სანქციები კონკრეტულ ადამიანებზეა გათვლილი, ვფიქრობ, ეს ივანიშვილს უნდა აღელვებდეს

„სანქციები კონკრეტულ ადამიანებზეა გათვლილი, ვფიქრობ, რომ ეს ივანიშვილს უნდა აღელვებდეს“, - ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის „რესპუბლიკელთა“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კრის სოჩამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ორის სახის სანქციების განხილვა მიმდინარეობს.

„სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში მიდის განხილვა სანქციების დაწესების შესახებ.

არსებობს ორი ვარიანტი: პირველი - სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებიდან ერთ-ერთია აშშ-ს ტერიტორიაზე მყოფი ანგარიშების გაყინვა, რაც, შესაძლოა, ფინანსთა დეპარტამენტმა სხვა სამინისტროებთან ერთად განიხილოს;

მეორე - შეზღუდვა მოგზაურობაზე.

თუ თავად ივანიშვილი არ მოგზაურობს აშშ-ში, მას ჰყავს შვილები, რომლებიც ამას აკეთებენ.

ბოლო წლებში საუბარია იმაზე, უნდა მოუხსნან თუ არა შვილებს აშშ-ში მოგზაურობისა და განათლების უფლება. ვფიქრობ, რომ ეს ივანიშვილს უნდა აღელვებდეს.

ასეთი სანქციები კონკრეტულ ადამიანებზეა გათვლილი და ჩვენ არ ვსაუბრობთ მთელი საქართველოს საზოგადოებისა და მთელი მთავრობისთვის სანქციების დაწესებაზე“, - განცხადა კრის სოჩამ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics