08:55 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-26 10:33:21, 553 ნახვა

სამართალი
ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ სამ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ

ჟურნალისთ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ სამ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიას გუშინ გვიან ღამით სამი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარზე დაკავებულია 3 პირი.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის - 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

 მომხდარს გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიები, აშშ-ის საელჩო საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მომხდარი ძალადობრივი ფაქტი დაგმეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics