02:23 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 12:41:18, 570 ნახვა

ეკონომიკა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა იანვარში 0.13%-ით შემცირდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა იანვარში 0.13%-ით შემცირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართელოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 48.22 მლნ ლარით (0.13%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.24%-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 38.17 მლრდ ლარი შეადგინა.  ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 89.51 მლნ ლარით (0.53%-ით) შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 41.28 მლნ ლარით (0.19%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.02%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის იანვრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.33 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.68%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 13.23 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.25%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.04%-ით მეტი).

2021 წლის იანვრის განმავლობაში 0.08%-ით, ანუ 14.87 მლნ ლარით  გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 18.77 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.14 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.18 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.13 პროცენტული პუნქტით)“, - აცხადებენ სებ-ში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics