16:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-23 23:08:58, 627 ნახვა

კომენტარი
ნინო ლომჯარია -  ნიკა მელია თავს მხნედ გრძნობს და ოპტიმისტურ განწყობაზეა

„ნიკა მელია თავს მხნედ გრძნობს და ოპტიმისტურ განწყობაზე არის“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას მიმართ ძალის გამოყენებას ან შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

„მოვინახულე ნიკა მელია საკანში. მაინტერესებდა მისი მდგომარეობა.

ასევე, გამოვკითხე პირობები. დაკავების მომენტიდან ამ დრომდე. როგორც მან მითხრა ჯერ იყო გადაყვანილი შსს-ს ერთ-ერთ განყოფილებაში და შემდეგ იქიდან წამოიყვანეს მე-12 დაწესებულებაში.

ის საუბრობს, რომ მის მიმართ ძალის გამოყენებასა ან შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

ასევე ფიქრობს, რომ დამაკმაყოფილებელი არის ციხეში არსებული პირობები. თავს გრძნობს მხნედ.

ჰქონდა სურვილი, საჯაროდ მეთქვა, რომ ოპტიმისტურ განწყობაზე არის. ერთადერთი მოთხოვნა აქვს ის, რომ საკანში არ არის ტელევიზორი.

ვესაუბრე ციხის ხელმძღვანელობას და იმედი მაქვს, ლოჯისტიკური საკითხი დროულად მოგვარდება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics