17:33 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 09:21:04, 413 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: დროებით შეჩერდა სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების პროცედურა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრობის კანდიდატმა  ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში პანდემიის პერიოდში სოციალურ დახმარებებსა და მორატურიუმზე ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პანდემიის პერიოდში სახელმწიფომ  მოსახლეობის ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, მტკიცე პოლიტიკური ნება  გამოიჩინა.

„გამოვაცხადეთ მორატორიუმი, რომლის ფარგლებში დროებით შეჩერდა სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების პროცედურა და მათ უწყვეტად შეუნარჩუნდათ სოციალური დახმარება. აღნიშნული ღონისძიებით, ჩვენ მნიშვნელოვნად დავაზღვიეთ მოსახლეობა პანდემიის თანმდევი ფინანსური რისკებისგან.

გარდა სერვისების უწყვეტობისა,  მთავრობის მიერ შემუშავებული მხარდამჭერი გეგმის ფარგლებში ყოველთვიური დახმარება მიიღო 200 000-ზე მეტმა ოჯახმა, მათ შორის ბავშვიანმა ოჯახებმა. ამ მიზნით სულ გაიცა 76 მილიონ ლარზე მეტი. ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ბავშვებისთვის, თვეში საშუალოდ 44 000-ზე მეტ პირზე გაიცა 30 მილიონ ლარზე მეტი",-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics