|
2021-02-21 21:04:13, 379 ნახვა
კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე: გაგრძელდება მოქმედება - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში
საპარლამენტო კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება ნატოსთან დაახლოებისა და თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან დაახლოება შეუქცევადი პროცესია, რომელიც ერთგული საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელდება; „2020 წელს დამტკიცებული განახლებული არსებითი პაკეტის ვალდებულებების შესრულება კი, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას, მდგრადობის გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის გაზრდას უზრუნველყოფს: „გაგრძელდება მოქმედება „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“. ამ მიზნით, განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიან აღსრულებას გავაგრძელებთ. განახლების პროცესის შედეგად, 2 ინიციატივის, ლოჯისტიკური შესაძლებლობებისა და სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის დასრულება და 3 ახალი ინიციატივის დამატება მოხდა. ჩამოვაყალიბეთ ახალი სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის მართვის დეპარტამენტი რომელიც ნატოს სტანდარტებისა და კოდების მინიჭების ინტეგრაციას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ბურჭულაძემ. ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოს წარმომდგენლების წინაშე საერთაშორისო სამხედრო სწავლებების ჩატარებისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ქართველი სამხედროების ჩართულობის როლზეც ისაუბრა. როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, საქართველო მაქსიმალურად ცდილობს ნატოს წევრი ქვეყნებისთვის დაწესებული ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომლის თანახმად სამხედრო დანახარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს შეადგენს. ჯუანშერ ბურჭულაძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების მხარდაჭერით, ეს პოლიტიკა აუცილებლად აღსრულდება.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)