20:33 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-20 12:20:20, 536 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ ტურიზმი დროულად წამოდგეს ფეხზე

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ ტურიზმი, როგორც პანდემიის შედეგად ყველაზე დაზარალებული სექტორი, დროულად წამოდგეს ფეხზე," - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განცხადებით, სამინისტროში ტურისტულ ბიზნესებთან ერთად ტურიზმის განახლებული მარკეტინგული სტრატეგიის განხილვა მიმდინარეობს.

„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ტურიზმის სექტორი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო. სამომავლოდ, ვიზიტორებისთვის უფრო მეტად დივერსიფიცირებული და ხარისხზე ორიენტირებული ტურისტული პროდუქტები იქნება შეთავაზებული. ჩვენ დღეს ვპოზიციონირებთ, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქვეყანა. ვფიქრობ, რომ ტურიზმის აღდგენა ამ მიმართულებით სწრაფად მოხდება," - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ამავე დროს,  ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ დარგები, რომლებიც ამჟამად, წერტილოვანი შეზღუდვის ფარგლებში, შეზღუდულად საქმიანობენ, უსაფრთხოდ, მაგრამ სრულად უნდა ამუშავდნენ.

„ეს არის ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღების საწინდარი და ამაზე გვექნება მსჯელობა განახლებული კაბინეტის ფარგლებში," - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics