09:05 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-19 18:55:45, 557 ნახვა

საზოგადოება
GDI - პოლიციელთა ქმედება უკანონოა და იგი მიზნად ისახავს პროტესტის შინაარსის შეზღუდვას

„საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა” საქართველოს პარლამენტის წინ მიმდებარე დაპირისპირებეს გამოეხმაურა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიციელთა ქმედება უკანონოა და იგი მიზნად ისახავს პროტესტის შინაარსის შეზღუდვას.

„GDI ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს შეწყვიტონ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების შეკრება-მანიფესტაციის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობის ხელყოფა.

განსაკუთრებით საგანგაშოა აქციის მიმდინარეობისას მშვიდობიან მანიფესტატორთა დაკავების ფაქტი. ვრცელდება ასევე ინფორმაცია დაპირისპირებისას აქციის რამდენიმე მონაწილის ფიზიკური დაზიანების შესახებ. საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა ცალსახად აძლევს უფლებას ყველა ადამიანს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ და გამოხატონ პროტესტი, მათ შორის კარვის გაშლის გზით, თუკი ეს არ აფერხებს სატრანსპორტო მოძრაობას. შესაბამისად, პოლიციელთა ქმედება უკანონოა და იგი მიზნად ისახავს პროტესტის შინაარსის შეზღუდვას.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავი უწყებები არ აძლევენ აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლებას. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება წლებია უხეშად ლახავს კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ზოგადად, ადამიანის უფლებების დარღვევის ინსტრუმენტად იყენებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics