|
2021-02-15 17:09:11, 876 ნახვა
რეგიონი
„ოცნების ქალაქის“ პროექტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და პროექტი 2000-ზე მეტ ბავშვს შეუქმნის ცხოვრების ღირსეულ პირობებს. ,,ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ ბათუმში დავიწყეთ „ოცნების ქალაქის" მშენებლობა. დღეს უკვე სამუშაოების 70%-ზე მეტი უკვე შესრულებულია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სამუშაოების ხარისხის შემოწმება ყოველკვირეულად ხდება. ეს პროექტი 2000-ზე მეტ ბავშვს აუხდენს ოცნებას და მისცემს მათ ნორმალურ, ღირსეულ პირობებში ცხოვრების საშუალებას. პირველ ეტაპზე ჩვენ ვაშენებთ 580-ზე მეტ საცხოვრებელ ბინას და შემდეგი ეტაპისთვისაც, სრულად მოვახდენთ იმდენი ბინის მშენებლობას, რამდენიც საჭირო იქნება აქ მაცხოვრებელი მოსახლეობის დაკმაყოფილებისთვის. მიუხედავად პანდემიისა და სხვა გამოწვევებისა, ეს პროექტი აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი ისე, რომ არც ერთი უსახლკარო ოჯახი არ დაგვრჩეს ყურადღების და ღირსეული საცხოვრისის გარეშე. მიმდინარეობს მუშაობა კრიტერიუმებთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. ძალიან მალე შევჯერდებით კრიტერიუმებზე, რომელიც სამართლიანობის და ობიექტურობის ნაწილში არც ერთ კითხვას არ დატოვებს უპასუხოდ" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. მშენებლობა პანდემიის პერიოდში, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი გაზმომარაგების და შიდა წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე. მიმდინარეობს სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და პირველ ეტაპზე მოეწყობა 582 ბინა. 2021 წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 30 მლნ. ლარია გათვალისწინებული. ე. წ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გადაჭრის უმწვავეს სოციალურ პრობლემას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქ სიცოცხლისთვის შეუსაბამო პირობებში უწევდათ ცხოვრება.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)