|
2021-02-15 09:30:18, 614 ნახვა
კომენტარი
DI - პარლამენტმა პროკურატურას არ უნდა მისცეს თანხმობა ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე
„პარლამენტმა პროკურატურას ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე არ უნდა მისცეს თანხმობა“, - ამის შესახებ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ აცხადებს. როგორც DI-ში აღნიშნავენ, მათ პარლამენტს გაუგზავნეს მოსაზრება, რომლის თანახმადაც პარლამენტარიზმის განვითარების ხელშეწყობისა და პარლამენტის წევრების პოლიტიკური დასჯისგან დაცვის მიზნით, საკანონმდებლო ორგანომ არ უნდა გასცეს წინასწარი თანხმობა ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობის დაყენებასთან დაკავშირებით სასამართლოს წინაშე. „მოსაზრება ეყრდნობა ერთი მხრივ, ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობას და მეორე მხრივ, საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც იცავს პარლამენტში მყოფი უმცირესობის წარმომადგენელს პოლიტიკური დასჯიგან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სისხლისსამართლებრივი ბრალდების პოლიტიკური მოტივაციის ეჭვი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)