15:02 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 14:40:34, 564 ნახვა

საზოგადოება
ანა დოლიძე კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამის - „მხარი მხარს“ ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებთან ქვეყნის მასშტაბით ითანამშრომლებს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იმ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც, სწორედ, ფსიქორეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობენ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროს მიზანი თითოეული ჯარისკაცის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე ზრუნვა და ამ კუთხით ჯარში არსებული პრობლემების დროულად გამოვლენაა.

„ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გაიმართა კლინიკების წარმომადგენლებთან. დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ საზოგადოებრივი საუბარი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის თემაზე და ეს იყოს არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებისთვის საჭირბოროტო საკითხი, არამედ, ეროვნული თემა. თავად სამინისტროს შიგნით უნდა განვავითაროთ ეფექტიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც დროზე ადრე გამოვლინდება ჯარისკაცი, რომელსაც მიღებული აქვს საბრძოლო ან სხვა სახის სტრესი და გაეწევა საჭირო დახმარება“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამას - „მხარი მხარს“ ჯარში სუიციდის პრევენციის პოლიტიკის ფარგლებში ახორცილებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics