13:12 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-08 09:52:47, 641 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, -  ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა.

მათი ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთიას პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ი.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ, მიმდინარე წლის 3 თებერვალს, ი.ბ.-მ. მის ნაცნობს - 1978 წელს დაბადებულ ტ.ქ.-ს ცხვარიჭამიაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას გულმკერდის არეში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ტ.ქ. მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics