04:54 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-06 00:04:05, 756 ნახვა

კომენტარი
კარლ ჰარცელი - ევროკავშირი დაჟინებით ითხოვს ზაზა გახელაძის გათავისუფლებას

„ევროკავშირი დაჟინებით ითხოვს მის სწრაფ გათავისუფლებას“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„2020 წლის 11 ივლისს მისი უკანონო დაკავების შემდეგ, ევროკავშირი დაჟინებით ითხოვს მის სწრაფ გათავისუფლებას, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მართული ცხელი ხაზის მეშვეობით, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და IPRM შეხვედრების ფარგლებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის მოგვარებას გააგრძელებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics