14:12 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-31 12:56:06, 614 ნახვა

მსოფლიო
მთიან ყარაბაღში მუშაობა დაიწყო რუსულ-თურქულმა სამშვიდობო ცენტრმა

მთიან ყარაბაღში მუშაობა დაიწყო რუსულ-თურქულმა სამშვიდობო ცენტრმა. ახლაგახსნილი ცენტრის მოვალეობაა, ცეცხლის შეწყვეტის კონტროლი და მონიტორინგი. ერთობლივი ცენტრი გაიხსნა აგდამსკის რაიონში, სოფელ კიამადდინლში. აღნიშნულ პოზიციებზე უკვე განთავსდა 60 თურქი და 60 რუსი სამხედრო.
როგორც თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუს აკარი ამბობს, ცენტრი ანკლავში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
დადებული შეთანხმების საფუძველზე რეგიონში პირველად შევიდნენ რუსი სამხედროები, რომლებმაც მშვიდობისმყოფელების ფუნქცია უნდა შეასრულონ, სამშვიდობო პროცესები მას შემდეგ დაიწყო რაც აზერბაიჯანმა ექვსკვირიან სამხედრო დაპირისპირებაში სომხეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიბრუნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics