11:46 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-23 11:57:09, 635 ნახვა

მსოფლიო
ბორის ჯონსონის განცხადებით, COVID-19-ის ახალი შტამი შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს.

ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ვარაუდისთვის რამდენიმე მტკიცებულება არსებობს.

„გარდა იმისა, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება, ახლა უკვე არსებობს რამდენიმე მტკიცებულება, რომ ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად ლონდონში და სამხრეთ აღმოსავლეთით გამოვლინდა, შეიძლება ასოცირებული იყოს სიკვდილიანობის უფრო მაღალ ხარისხთან“, - აცხადებს ბორის ჯონსონი.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა, ლონდონის კოლეჯმა, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლამ და ეგზტერის უნივერსიტეტმა კორონავირუსის ახალ შტამზე მტკიცებუელბები შეაგოვეს. ახალი და განვითარებადი რესპირატორული ვირუსის საშიშროების მრჩეველთა ჯგუფის (Nervtag) მეცნიერებმა შეაფასეს და დაასკვნეს, რომ არსებობს „რეალისტური შესაძლებლობა“, რომ აღნიშნული შტამი შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს.

გაერთიანებული სამეფოს მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა, პატრიკ ვალენსმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით არსებული მონაცემები ჯერჯერობით მყარი არ არის.

„მინდა აღვნიშნო, რომ ამ რიცხვების გარშემო ბევრი გაურკვევლობაა. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა, რათა მივიღოთ ზუსტი ინფორმაცია მასზე“, - აცხადებს ვალენსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics