13:23 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-07 15:44:01, 807 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი - შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს ძლიერების დადასტურება

საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ სოციალურ ქსელში წერს, რითაც ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, ძალადობის ფონზე, ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავისი ძლიერებისა და გამძლეობის  დადასტურება.

„30 წელია, რაც აშშ მხარს უჭერს საქართველოს გზას თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ. ჩვენთვის აშშ მისაბაძი მაგალითია.

გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად,  ძალადობის ფონზე, ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავისი ძლიერებისა და გამძლეობის  დადასტურება.

საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად“, - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ვაშინგტონში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა, არეულობის შედეგად კი ოთხი ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics