02:23 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 11:40:49, 1378 ნახვა

სამხედრო
2021 წელს განსაკუთრებული აქცენტი საბრძოლო მზადყოფნასა და შეიარაღებაზე მექნება გადატანილი - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე წლის ერთ-ერთი დიდ პროგრესად შეიარაღებისა და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მიმართულება დაასახელა, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ კუთხით წელს თავდაცვის ძალების სრული მოდერნიზაცია დაიწყო. ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების კუთხით მან ებრაულ კომპანიაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და 1 წლის თავზე, 2021 წელს საქართველოს სრულიად განახლებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ექნება.

თანამედროვე შეიარაღების მიმართულებაზე საუბრისას კი, მინისტრმა აღნიშნა, რომ თანამედროვე შეიარაღების სისტემები ამერიკიდან დამატებით არის შესყიდული. „ავითვისეთ 30 მილიონი დოლარის გრანტი, რომელიც მანამდე ინახებოდა წლების განმავლობაში 2007 წლიდან გამოუყენებელი იყო. როგორც გეგმებში ვამბობ, 2021 წელს განსაკუთრებული აქცენტი მექნება გადატანილი საბრძოლო მზადყოფნასა და შეიარაღებაზე. ჩვენ ვგეგმავთ თანამედროვე სისტემების შესყიდვას, როგორიც არის მაგალითად გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ასევე, ათეულობით დრონების შეძენას ვგეგმავთ, როგორც ოპერატიულ ასევე ტაქტიკური საბრძოლო. მთელი ჯარი დაკომპლექტდება უახლესი ამერიკული შაშხანებით, ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics