10:42 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 11:26:10, 685 ნახვა

ეკონომიკა
2019 წელს მშპ-ის მაჩვენებელმა 49 252.7 მლნ. ლარი შეადგინა

2019 წელს მშპ-ის მაჩვენებელმა 49 252.7 მლნ. ლარი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: ქ. თბილისი (51.2 პროცენტი), აჭარის ა.რ. (10.1 პროცენტი), იმერეთი (8.5 პროცენტი), ქვემო ქართლი (7.5 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (5.7 პროცენტი).

„ქ. თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (21.1 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.3 პროცენტი) და მშენებლობა (10.1 პროცენტი). აჭარის ა.რ. რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს მშენებლობა (19.9 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (13.9 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (10.3 პროცენტი) წარმოადგენს. იმერეთში, ქვეყნის დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით მესამე რეგიონში, დიდი წილი უკავია დამამუშავებელი მრეწველობას (13.2 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას (12.4 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს (12.0 პროცენტი). ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (22.8 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (17.6 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.1 პროცენტი)“, - აცხადებენ საქსტატში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics