|
2020-12-24 16:43:54, 558 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: მიწის რეფორმის ფარგლებში, კანონქვემდებარე აქტები შემუშავებულია და უახლოეს მომავალში დამტკიცდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის შეკითხვაზე, მიწის რეფორმის ფარგლებში კანონქვემდებარე აქტების მიღებასთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა. „2020 წელს შეიქმნა მიწის მდგრადი მართვის სააგენტო, რომელსაც 3 კანონქვემდებარე აქტის მიღება ჰქონდა დავალებული. ეს კანონქვემდებარე აქტები შემუშავდა კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მაგრამ, პანდემიიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ ბევრი საჯარო განხილვის ჩატარება იყო საჭირო, რათა დაინტერესებული პირები ჩართულიყვნენ და მათი ინტერესები ყოფილიყო გათვალისწინებული, მათი მიღება ვერ მოხერხდა. ეს არის კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც უცხოელ ინვესტორებს პირდაპირ უკავშირდება. მათი პოზიციების გათვალისწინება მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. აქ მთავარი საქართველოს ინტერესების დაცვაა. ეს ნორმატივებიც ზუსტად ამ პრინციპებზე დაყრდნობით შემუშავდა. კანონქვემდებარე აქტები შემუშავებულია და, უახლოეს პერიოდში, დარწმუნებული ვარ, სამივე დაამტკიცდება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)