|
2020-12-16 16:02:08, 568 ნახვა
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა: OECD-ის მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის პოზიტიური შეფასება გაზრდის ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს
OECD-ს მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის პოზიტიური შეფასება გაზრდის ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ფულად ნაკადებს, რაც მომავალ წელს ეკონომიკურ განვითარებაში აისახება - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების დოკუმენტზე საუბრისას. მისი განცხადებით, მსგავსი კვლევა აღნიშნული ორგანიზაციის მხრიდან პირველად ჩატარდა და მოიცავს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და რეკომენდაციებს გასატარებელი რეფორმების შესახებ. „ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. OECD-ს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ინდექსში ჩვენი ქვეყანა საუკეთესო ათეულშია და მე-8 პოზიციას იკავებს. წელს საქართველო პირველად მოხვდა ამ ინდექსში და პირველივე ჯერზე დაიმკვიდრა ადგილი საუკეთესო ათეულში, რაც მიანიშნებს იმას, რომ მიუხედავად ამ მძიმე ვითარებისა, რასაც პანდემია ჰქვია მთელ მსოფლიოში, საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად", - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ. შეგახსენებთ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევაში FDI Regulatory Restrictiveness Index საქართველომ დაიკავა მოწინავე მე-8 პოზიცია 82 ქვეყანას შორის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ღია ეკონომიკამ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. საქართველოს მაჩვენებელი აღნიშნულ კვლევაში აისახა საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასებიდან გამომდინარე, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მოამზადა. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში განხორციელებულმა თანამიმდევრულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ინვესტიციებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებას. საქართველო ახლა ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის ყველა სექტორში. ძირითადი საინვესტიციო კანონმდებლობა ადგენს თანაბარ პირობებს უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისთვის და უზრუნველყოფს საკუთრების უფლებების მკაფიო და პროგნოზირებად ჩარჩოს.
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)