|
2020-12-15 16:20:50, 679 ნახვა
კომენტარი
ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი - ჩემი აზრით შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას და არსებული რეგულაციები უნდა დარჩეს
ჩემი აზრით შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას და არსებული რეგულაციები უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში კოვიდ-ინფექციის კუთხით ვითარება დასტაბილურდა და ეს გარკვეულწილად, შეზღუდვების დამსახურებაა. „დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ რამდენიმე საკითხი. მათ შორის, განვიხილეთ არსებული მდგომარეობა ქვეყანაში. დაავადებულთა რაოდენობა არ შემცირებულა, მაგრამ ნამდვილად იგრძნობა დაძაბულობის ცოტათი მოხსნა. მდგომარეობა სტაბილურია. როგორც იყო, ისტერიის დონეზე, ნამდვილად აღარ არის. ერთ-ერთი ამის შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ეს შეზღუდვები მუშაობს. ჩემი თხოვნა იყო და ბევრმა კოლეგამ დამიჭირა მხარი, რომ კარგი იქნება, თუ ამ შეზღუდვებს არ მოვხსნით. გასაგებია, რომ მთელი წელი იყო მძიმე და კარგი იქნება, რომ ეს ბოლო პერიოდიც მოკრძალებულად გადავაგოროთ. ჩემი აზრით შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას და არსებული რეგულაციები უნდა დარჩეს", - განაცხადა დავით გადელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)