21:15 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-14 09:23:52, 689 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინე ზომები გამკაცრდა

აზერბაიჯანში საკარანტინე ზომები გამკაცრდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა საოპერაციო შტაბმა განაცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში აზერბაიჯანში ინფიცირების მაღალი დონის გათვალისწინებით, ქვეყანაში უფრო მკაცრი საკარანტინო ზომები შემოიღეს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი დადგენილების თანახმად, ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა გახანგრძლივდა. ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო და კვების ყველა დაწესებულებას, რესტორნების, კაფეებისა და ჩაის სახლების ჩათვლით, მხოლოდ ონლაინ ვაჭრობას ან მომხმარებლებისთვის მიწოდების სერვისით მომსახურებას შეძლებენ.

შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც. ასევე, შაბათ-კვირას მუშაობას აცერებს მეტროც. დაიხურა რამდენიმე ქალაქი. დახურული ქალაქებისა და რეგიონული ცენტრების მაცხოვრებლებს სახლიდან გასვლა განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ეკრძალებათ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics