03:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-12 10:24:28, 1194 ნახვა

სამხედრო
მე-11 ქვეითი ბატალიონი GDRP-ის დასკვნით წვრთნას გადის

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასკვნით წვრთნას ვაზიანის პოლიგონზე გადის.  მე-11 ქვეითი ბატალიონის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევით განახორციელა. ოპერაცია წარმატებით, მოწინააღმდეგის განადგურებით დასრულდა. ქვედანაყოფის მანევრში ინტეგრირებული იყო 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნთა ცეცხლი, მძიმე ტყვიამფრქვევები, 30 მმ-იანი ავტომატური ყუმბარმტყორცნები, სნაიპერთა გათვლები და გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „Javelin“(ჯაველინი).

დასკვნითი ფაზა ასეულის დონის საბრძოლო სროლების ბატალიონის საბრძოლო მხარდამჭერ ელემენტებთან ინტეგრაციით განხორციელდა. სწავლების მიზანია, ბატალიონმა ბრიგადასთან კოორდინაციით ასეულის დონის საბრძოლო სროლების დაგეგმვა, აღსრულება, კონტროლი და შეფასება შეძლოს. ასევე, წვრთნები ხელს შეუწყობს რეალურ საბრძოლო მოქმედებებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პირადი შემადგენლობის საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებას. საბრძოლო სროლების დაგეგმარებისა და აღსრულების პროცესი საბრძოლო მომზადების ცენტრისა და ამერიკელ პარტნიორთა მენტორობით ხორციელდება.

სწავლების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics