23:18 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 20:30:25, 699 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - კიდევ ერთხელ დაემთხვა საოკუპაციო ძალისა და სააკაშვილის პოზიციები, საქართველოში დესტაბილიზაციაა

„კიდევ ერთხელ დაემთხვა საოკუპაციო ძალისა და სააკაშვილის პოზიციები,  საქართველოში დესტაბილიზაციაა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უცხოელი პარტნიორები ცდილობენ შეინარჩუნონ საქართველო იმ პლატფორმად, სადაც სტაბილურობაა.

„ჩვენს თვალწინ რა პროცესებიც ხდება არ ეხება მხოლოდ საქართველოს ეს ეხება მსოფლიოს და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ძალთა გადანაწილების მიმდინარე პროცესს, რასაც ჩვენი პარტნიორები კავკასიაში ცდილობენ.

ცდილობენ საქართველოს იმ პლატფორმად შეინარჩუნონ, სადაც სტაბილურობაა და სადაც მათ ეგულებათ სტაბილური პარტნიორი.

აქედან გამომდინარე, რეალურად ცუდი რამ ხდება, კიდევ ერთხელ დაემთხვა საოკუპაციო ძალის და სააკაშვილის პოზიციები. დესტაბილიზაციაა საქართველოში.

ვირტუალურად წარმოვიდგინოთ სასწორი, სადაც ერთ მხარეს არის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არასახარბიელო მდგომარეობა და ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა არ შედის პარლამენტში.

სასწორის მეორე მხარეს კი არის რეალურად ბიუჯეტის რეალიზაცია და სტრატეგიული ამოცანები, რათა სოციალური პაკეტი არ შემსუბუქდეს, სტრუქტურები არ ჩამოიშალოს და ნიჰილიზმი და ქაოსი არ გამეფდეს ქვეყანაში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics