|
2020-12-10 23:13:53, 669 ნახვა
კომენტარი
ევროპარლამენტარი - ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი პარლამენტის დაუბრკოლებლად ფუნქციონირებას ხელს შეუშლის
„ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი პარლამენტის დაუბრკოლებლად ფუნქციონირებას ხელს შეუშლის“, - ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, ურმას პაეტმა, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნები არ დაეხმარა მმართვალე პარტიასა და ოპოზიციას შორის არსებულ გარღვევას. „სამწუხაროდ, არჩევნები არ დაეხმარა ღრმა დაყოფის გარღვევას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ოპოზიციურმა პარტიებმა უარყვეს პირველი რაუნდის შედეგები და ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურს. მათ ასევე დააანონსეს, რომ ისინი არ მიიღებენ მანდატებს ახალ პარლამენტში. რა თქმა უნდა, ეს შეაფერხებს პარლამენტის დაუბრკოლებლად ფუნქციონირებას და ინსტიტუტს, რომელიც სასიცოცხლოა დემოკრატიისთვის. ევროკავშირის და აშშ-ს ელჩები კიდევ ერთხელ ხელს უწყობენ მოლაპარაკებებს მმართველ, ქართული ოცნების პარტიასა და ოპოზიციას შორის ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის მოძებნის იმედით“, - განაცხადა ურმას პაეტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)