05:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-09 19:36:54, 1062 ნახვა

სამხედრო
ვიცე-პოლკოვნიკი მარკოს კუენკა გუერეროსი მედლით ,,გენერალი კვინიტაძე’’ დაჯილდოვდა

ესპანეთის სამეფოს ვიცე-პოლკოვნიკი მარკოს კუენკა გუერეროსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე უწყებრივი მედლით “გენერალი კვინიტაძე” დაჯილდოვდა.

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ და საელჩოს თავდაცვის ატაშემ, გიორგი ბაბუნაშვილმა შეხვედრა გამართეს ესპანეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ვიცე პოლკოვნიკთან, მარკოს კუენკა გუერეროსთან, მაიორ რიკარდო როდრიგეს დე ლა იგლესიასთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთან, ვიქტორ გარსიასთან.

შეხვედრის ფარგლებში, დადებითად შეფასდა ესპანეთისა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.

ასევე აღინიშნა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ესპანელი სამხედროების აქტიური ჩართულობა, რაზეც ესპანეთის სამეფოს ვიცე-პოლკოვნიკი მარკოს კუენკა გუერეროსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე უწყებრივი მედლით  ,,გენერალი კვინიტაძე’’ დაჯილდოვდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics