00:49 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-08 12:56:13, 824 ნახვა

კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ექიმების დეფიციტი საქართველოში პანდემიამდეც იყო

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში ექიმების დეფიციტი პანდემიამდეც იყო.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, ამ დეფიციტს ქვეყანა ვერც 6 თვეში და ვერც 1 წელიწადში დაძლევს.

„რა თქმა უნდა, ექიმების დეფიციტი საქართველოში პანდემიამდეც იყო, როგორც აღნიშნეთ. ამ დეფიციტს ჩვენ ვერც 6 თვეში და ვერც 1 წელში ვერ დავძლევთ, ვინაიდან ექიმების გადამზადებას და მომზადებას ესაჭიროება მრავალი წელი, სულ მცირე 5-დან 12-მდე, ეს გასათვალისწინებელია. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ რიგებს ისეთი გმირი ექიმები აკლდება, როგორიც დღეს თქვენ დაასახელეთ, სამწუხაროდ, ეს შეიძლება არ იყოს ბოლო ფაქტი, თუმცა, ყველა ღონისძიებას მივმართავთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ყველანაირი ხელშეწყობა იმისთვის, რომ გატარდეს პრევენციული ღონისძიებები და მოხდეს ექიმების მინიმალური დაზიანება. ამ ეტაპზე დეფიციტი არ არის, ის მოცულობა, რომლის გამტარობაც ხდება დღესდღეობით კოვიდინფექციების ჩვენი ექიმები ამას სრულად ფარავენ “, - განაცხადა ტიკარაძემ





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics