16:29 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 10:01:34, 432 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სამუელ რანგბას შეხვდა

საქართველოს ვიცე–პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სამუელ რანგბას შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას საქართველოს მონაწილეობისათვის ევროკავშირის მისიაში. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ის წვლილი, რაც ქართველმა სამხედროებმა შეიტანეს ცენტრალური აფრიკის მისიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფათ.

გიორგი კვირიკაშვილისა და სამუელ რანგბას შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში შედგა. მინისტრებმა ისაუბრეს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე, თუ რა წვლილი შეუძლია შეიტანოს საქართველოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ინსტიტუციურ განვ​ითარებასა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics