16:30 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 09:39:27, 523 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: რუსეთთან საუბარი აბსოლუტური აუცილებლობაა

„რუსეთთან საუბარი აბსოლუტური აუცილებლობაა, თუმცა ამ საუბრისთვის დრო უნდა მომწიფდეს“,-ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ქართული დიასპორის წარმომადგენლის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს ეხებოდა.

„რუსეთთან საუბარი არჩევანის თემა კი არ არის, მოგწონს თუ არ მოგწონს, არამედ რუსეთთან საუბარი აბსოლუტური აუცილებლობაა. თუმცა, ამ საუბრისთვის დრო უნდა მომწიფდეს, თვითონ რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობა, შიდა პოლიტიკური დისკუსი რაღაცაზე უნდა იყოს ორიენტირებული, სადაც ჩვენ საერთოს დავინახავთ. არცერთი ეს ომი რუსეთისთვის არაფრის მომტანია, საქართველოს 20%-ის ოკუპირება რუსეთთან მიმართებაში არცერთ რუსულ პრობლემას არ წყვეტს,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ქართული დიასპორის წარმომადგენლებამ კითხვები პრეზიდენტ მარგველაშვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ორმაგ მოქალაქეობაზეც დაუსვეს.

მარგველაშვილის განცხადებით, ქართული ემიგრაციისთვის ორმაგი მოქალაქეობის კარი ხსნილია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics