09:19 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 13:21:03, 784 ნახვა

რეგიონი
ღია მუზეუმი, ჩანჩქერები, წისქვილები და ღვინის მარანი - მთიანაჭარას კაპნისთავის ტურისტული ბილიკი შეემატა

მთიანაჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული ბილიკი შეემატა. სოფელი კაპნისთავი, რომელიც ბათუმიდან 26 კილომეტრითაა დაშორებული, გამორჩეულია ჩანჩქერებით, ღია მუზეუმით, ძველი წიქვილებითა და ბუნებაში არსებული ულამაზესი საფეხმავლო ბილიკით. კაპნისთავის ტურისტული მიმართულების მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წელს განახორციელა და ტურისტულ ბილიკზე მცირე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო.

კაპნისთავის ტურისტულ მარშრუტზე სტუმრებს საშუალება აქვთ რეგიონის ყოფასა და ტრადიციებს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოფლის ცენტრში მოწყობილ  ღია მუზეუმში გაეცნონ, რომელშიც დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ექსპონატებია გამოფენილი. გარდა ამისა, სოფელში ფუნქციონირებს საოჯახო ღვინის მარანი, სადაც ადგილობრივი სახეობის ღვინისა და კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი. სოფელში ადგილობრივების მიერ შექმნილია მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურაც.

მიმდინარე წელს,  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გარდა კაპნისთავის ტურისტული ბილიკისა ორი ახალი ტურისტული მიმართულების მარკირება უზრუნველყო. ქობულეთისა და შუახევის დამაკავშირებელი, სათავგადასავლო ტურისტული ბილიკისა (კინტირიში-ჯვარისმინდორი) და ღორჯომი-ბახმაროს დამაკავშირებელი ტურისტული ბილიკის მარკირება მთიანაჭარაში ზაფხულის დასასრულს განხორციელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics