18:46 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-01 09:28:25, 1101 ნახვა

მსოფლიო
ჯანმოს ხელმძღვანელი - კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად ყველაფერს ვაკეთებთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს გებრეიესუსი მოუწოდებს  ქვეყნებს, თავი შეიკავონ ახალი კორონავირუსის წარმოშობის საკითხის პოლიტიზებისგან.

ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, გებრეიესუსმა ჟენევაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად ყველაფერს გააკეთებენ.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ ვირუსის წარმოშობა, რადგან ის დაგვეხმარება, თავიდან ავიცილოთ მომავალი ეპიდაფეთქებები. დასამალი არაფერია. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ წარმოშობა და ეს არის ყველაფერი. ზოგიერთი ამის პოლიტიზებას ახდენს, თუმცა ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით წარმოშობის დადგენას“, - განაცხადა გებრეიესუსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics