16:29 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-26 14:34:25, 618 ნახვა

პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული გოგონას მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული გოგონას მდგომარეობა სტაბილურია.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გოგონა ქვემო კიდურის და ქალა ტვინის ტრავმით ამტელ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს (ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).

მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა გოგონას თბილისში, რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეჯახა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics