|
2020-11-27 17:58:22, 697 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია
ჟიურიმ ერთ თვიანი მუშაობის შედეგად ბიზნესდაჯილდოება 2020-ის ფინალისტები გამოავლინა. თითოეულ ნომინაციაში 5 ფინალისტი შეირჩა, ნომინაციების მიხედვით კი, ისინი ასე გადანაწილდნენ: საუკეთესო სტარტაპისთვის: • სითიფეი • სფეისფარმსი • იჰოტელსი • შენით • ბილიკი საუკეთესო პროდუქტისთვის: • ალტერსოქსი • ჯიმშერი • ეი სოლარი • ტერმინალი • კოჰი.ჯი საუკეთესო ინოვაციისთვის: • ფეიზი • ბაიოქიური • ირნერო • ი-სფეისი • ქარუ საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობისთვის: • ვინტილიტორი • ჩიკატაი • ჰირო • ლიდერქიდსი • ბორდინგ კაუკასუსი ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის: • სფილოუ • ჟუჟუნა • 8000 მოსავალი • კომბინიზონა • ქისა ბიზნესდაჯილდოება უკვე მეხუთე წელია თიბისის ორგანიზებით წარმატებით იმართება. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის შექმილ სიტუაციასთან ადაპტაცია და მიუხედავად ეკონომიკურ აქტივობებზე დაწესებული შეზღუდვებისა, საქმიანობის კვლავ გაგრძელება. ამიტომაც ბიზნესდაჯილდოებაში გაჩნდა ნომინაცია იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელმაც საუკეთესო მაგალითი აჩვენა ადაპტაციისა. გარდა ამისა, წელს სხვა სიახლეებიცაა ბიზნესდაჯილდოებაში. ნომინაციის „საუკეთესო სტარტაპისთვის“ მხარდამჭერი ჟურნალი Forbes Georgia გახდა, რომელიც გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს. პროექტის გამარჯვებულების ვინაობა დეკემბერში გაირკვევა. თითოეული გამარჯვებული თიბისისგან განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს, ისინი ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს ამ სამიდან აირჩევენ: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია, პროგრამული უზრუნველყოფა.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)