|
2020-11-01 09:19:49, 697 ნახვა
სამართალი
შსს - არჩევნებისას გამოვლენილი დარღვევებიდან 12 ფატზე დაიწყო გამოძიება, დაკავდა 9 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებისას გამოვლენილი დარღვევებიდან 12 საქმეზე დაიწყო გამოძიება. მათივე ცნობით, ასევე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო 16 კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეზეც. "გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მ.წ. 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს, გამოვლენილი ინციდენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ინციდენტებზე მომხდარი რეაგირების შესახებ. პოლიციამ არჩევნების დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 12 სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ასევე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ 16 ფაქტზე. სისხლის სამართლის კოდექსის 187 -ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც გლდანში "პუბლიკას" ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, დაემატა სსკ-ს 154 -ე მუხლის 1 ნაწილი, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. სსკ-ს 126-1 ნაწილით გამოძიება დაიწყო ქალაქ თბილისში, №40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე; სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება ვარკეთილის მე-4 მიკრო რაიონიში, 39-ე და მე-40 სარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; ასევე ქალაქ ქუთაისში №37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ქუთაისის რაიონულ სამმართველოში სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება; სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 353-ე პრიმა მუხლით მიმიდინარეობს გამოძიება რუსთავში N-64 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი; სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენთათან დაკავშირებით; სსკ-ს 126-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება 31 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე N89-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სსკ-ს 126 -ე მუხლის 1 ნაწილითაა გამოძიება დაწყებული ზუგდიდის N 80 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. როგორც ზემოთ ავღნიშნე პოლიციამ 16 ფატზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, დაკავდა 9 პირი, მათ შორის გლდანში N39 საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 -ე და 173 -ე მუხლების საფუძველზე 6 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის აპარატთან. პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით, სამინისტროში გამოყოფილი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები. ამასთან მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათ აქტიური თანამშრომლობისთვის როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ასევე არჩევნების დღეს", - აცხადებენ შსს-ში.
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)