11:49 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 15:34:01, 1862 ნახვა

პატრიარქი - მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს

მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, საპატრიარქოში,  გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

ილია მეორემ მიმართა საზოგადოებას მივიდნენ არჩევნებზე და იმედი გამოთქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში სიკეთეს მოიტანს.

„საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. მე მივმართავ სრულიად საქართველოს, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე. იმედია, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს და მე მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს, ვისწავლოთ მოსმენის კულტურა, მე იმედით ვუყურებ მომავალს, ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, - განაცხადა ილია მეორემ.









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics