05:16 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 15:35:03, 571 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხაბაძე ე.წ. ჭაობის უბანში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ე.წ. ჭაობის უბანში მიმდინარე მიწისქვეშა საკანალიზაციო კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. 

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად პუშკინის და მის გადამკვეთ ქუჩებზე არსებული ვითარება მოინახულა, მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

აღნიშნული სამუშაოები მოიცავს “ჭაობის“ ტერიტორიაზე წყალარინების თვითდენითი და საწნეო კოლექტორებისა და სამომხმარებლო ქსელის სრულ რეაბილიტაციას, კერძოდ ჯავახიშვილი-ჭავჭავაძე-წერეთელი-ჯორჯიაშვილი გოგებაშვილი-შავშეთი-მთისძირის ქუჩებს შორის არსებულ დასახლებას. სამუშაოები დაიწყო 2015 წლის მარტში და 2017 წლის მაისის თვეში დასრულდება.

ჭაობის უბნის მოწესრიგებისთვის 16 399 965 ევროა გამოყოფილი, ხოლო ძირითადი სამუშაოებისთვის სულ 14  027  865, 33 ევრო.  საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებისთანავე პარალელურად დაიწყება სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია და გზების მოასფალტება. პროექტში დასაქმებულია 250 ადამიანი.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics